არ მიჰყვე რეცეპტს, მიჰყევი გონებას ანუ რას ნიშნავს ტრაპეზარიას წინსაფრის მორგება
„წესები სამზარეულოში მშვენიერი გზაა წესრიგის დასაცავად, მაგრამ, აი, კერძების
მომზადებას როცა ეხება საქმე, საშლელი უნდა მოიმარჯვო და ყველა ზედმეტი ზღვარი
წაშალო“ – ტრაპეზარიამ პროფესიონალების ძიებაში მონდომებულ, კრეატივითა და
სამზარეულოს სიყვარულით სავსე რადმილა გუდმილას მიაგნო და მას შეფმზარეულის
პოზიციაც დამსახურებულად შესთავაზა.

როგორც ახალგაზრდა და გამოცდილი შეფი აღნიშნავს პირველი ნაბიჯები კულინარიაში
დიდი შრომის, დატვირთვისა და მონდომების ფასად დაუჯდა. იმისთვის, რომ
რადმილასთან ერთად ტრაპეზარიას სამზარეულოც უფრო ახლოდან გაგვეცნო, მთავარ
მზარეულს პირადად გავესაუბრეთ.
– როგორი იყო ის პროფესიული გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გამოიარეთ?
სამზარეულო ყოველთვის იყო ის ადგილი, სადაც თავს სიცოცხლით სავსე და
შემოქმედებით ადამიანად აღვიქვამდი. როცა 16 წელი შემისრულდა, ვიფიქრე: „რატომაც
არა, ვცდი…“ და ამ „რატომაც არა“-ს მოჰყვა ჩემი პირველი ნაბიჯებიც კულინარიაში. ეს არ
გულისხმობდა მხოლოდ დიდ ფიზიკურ დატვირთვას, არამედ მენტალურადაც ძლიერი,
სხარტი და მოქნილი გონება იყო საჭირო. სწორედ, ამის გააზრების დროს მიხვდი, წინ
რამდენად დიდი შრომა მელოდა. ამან კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა და ასე
შემამჩნია ერთ-ერთმა შეფმა გამოუცდელი, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით სავსე
მზარეული. შემდგომ ჩემი თავი სერიოზული მიზნებისკენ წავიყვანე და პირველი ამ
მიზნებსა და წარმატებას შორის იყო საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული რესტორან
„დაინჰოლის“ სამზარეულოს გუნდის წევრობა. ამ მომენტიდან მოყოლებული მივხვდი,
რომ თუ არ ხარ ამბიციური, არ გაქვს სურვილი და მიზანი კულინარიაში წარმატების
მოპოვება და მით უმეტეს, მისი შენარჩუნება შეუძლებელი ხდება.
– რას ფიქრობთ, რა არის კიდევ ის აუცილებელი თვისება, რაც შეფმზარეულს სჭირდება?
შრომა, მონდომება, თავისუფლება, ფიქრი და კიდევ ერთხელ ფიქრი. თუ ამ საქმეში
გონება და გული ერთდროულად არ გახსენი, რთული ხდება გაიგო რას ქმნი, მოეწონება
შენი კერძი სხვას?
– თქვენს საქმეში სწორედ ეს მოგწონთ?
რა თქმა უნდა. ჩემთვის იმაზე სასიამოვნო გრძნობა არ არსებობს, როცა ახალ კერძს
მიაგნებ, რაიმე არასტანდარტულს და გემრიელს შექმნი. ტრაპეზარიაში ყველაზე მეტად
სწორედ ეს მომწონს. აქ მთავარი ინდივიდუალიზმია. ტრაპეზარიამ კიდევ ერთხელ
მაჩვენა, რომ დიახ, ხალხს უყვარს სიახლეები, განსაკუთრებით კი, თუ ეს სიახლე ჩვენი
კერძებივით გემრიელია.
– ყველაზე ახლოს ტრაპეზარიას თქვენ იცნობთ. იქნებ გაგვანდოთ, რა არის ტრაპეზარიას
პოპულარობისა და წარმატების საიდუმლო?
ბევრი კოზირი გვაქვს, მაგრამ ორს გაგანდობთ… კონცეფცია და, რა თქმა უნდა, ქოთნები.
წარმოიდგინეთ, ლანჩზე ხართ. გამოიძახეთ, პირობითად პიცა. მერე მოგინდათ წვენი, მერე
დესერტი… რატომ უნდა დაიხარჯოს დრო, თანხა და ენერგია ყველაფერზე ცალ-ცალკე ფიქრში?
საოცრად დიდი კომფორტია, როცა ერთდროულად შენამდე ყველაფერი მოდის.
– ნამდვილად, ძალიან მოსახერხებელია. როგორც ვიცით, სწორედ ტრაპეზარია გახდა
თქვენი საბოლოო პროექტი. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?
შეფმზარეულობა ყველაზე არასტანდარტულ, განვითარებასა და მუდმივ კრეატივზე
ორიენტირებულ კვების ობიექტში – ეს ხომ, უდიდესი შანსი და თანაც, გამოწვევაა ჩემთვის.
ვფიქრობ, წინ კიდევ უფრო დიდი სიახლეები გველოდება და გელოდებათ…
– მაინც, როგორი სიახლეა? გაგვიზიარეთ…
ყველა სიახლეს ვერ გაგაცნობთ, თუმცა გეტყვით, რომ ბევრი საინტერესო ცვლილება, მუდამ
განახლებადი და სეზონებზე მორგებული კერძები გველოდება წინ. ასევე ახალი კონცეფციის
ბოქსების შექმნასაც ვგეგმავთ. ხოლო უფრო მეტ დეტალს ცოტახნით საიდუმლოდ შევინახავთ…
ტრაპეზარიამ სწორედ ასეთ გამოცდილ გუნდთან ერთად უკვე შექმნა ტრადიციული და
არატრადიციული კერძების სახე, თიხის ქოთანში მოთავსებული ოჯახურისა და სტეიკ სენდვიჩის
ჩათვლით. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი…


